ვერ ვიჯერებ ზოგიერთი სასულიერო პირის განცხადებას... მე მთელი ცხოვრება, რაც მღვდელი ვარ ხალხს ეკლესიაში მოსვლას ვეხვეწებოდი - ამბობს დეკანოზის შალვა კეკელია.
მისთვის მიუღებელია, პანდემიის პირობებშიც კი მრევლს ტაძარში მოსვლა აუკრძალონ.
„არ შემხვედრია ერთი სწავლებაც კი არცერთ მამათაგან, რომ როდესმე ეკლესიას მრევლისთვის ეთქვა - თქვენ დღეს სახლში დარჩით და ჩვენ ვილოცებთ თქვენთვისო.
ეს ახალი სწავლება პირველად მესმის დღეს. თუ უფლება მაქვს მაღაზიაში შევიდე, ვიდგე რიგში და ეს ყველაფერი შევიძინო, რატომ არ უნდა მქონდეს უფლება, რომ ტაძარში ვიდგე ასე მოწესრიგებულად", - აღნიშნა დეკანოზმა.