ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ამ კორონობისას, დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი, გვინდა თუ არ გვინდა, გამუდმებით ვფიქრობთ: რა მოხდა, რა ხდება და რა მოხდება მომავალში..
ბევრი რამ მოხდა და ხდება, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ მსოფლიომ საქართველო ხელახლა აღმოაჩინა და აწი ჩვენ მარიფათზეა, ამას როგორ გამოვიყენებთ..
თუ კარგად მოვინდომებთ:
სულ ცოტა ხნის წინ საქართველო იყო "ვსესაიუზნაია ზდრავნიცა", ახლა შესაძლებლობა გვაქვს გადავიქცეთ საერთაშორისო ჯანმრთელობის კერად, ერთგვარ სამედიცინო ჰაბად. ამისთვის ყველანაირი რესურსი გვაქვს და ნუ დაგვავიწყდება:
ჩვენ ჯიში გვაქვს მედიკოსი - მედიცინის დედიკოსი
სატრანსპორტო ჰაბი უკვე ვხდებით;
მალე გავხდებით უახლესი ტექნოლოგიების ჰაბი, ჯერ მხოლოდ რეგიონში..
უკვე ვართ ტურისტული ჰაბი - ტურიზმი კორონაშეტევის შემდგომ ახალი ძალით "შემოგვიტევს" და კორონასგან განსხვავებით, მისი დახვედრა სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც. ამაში ჩვენი კულტურაც გვეხმარებოდა და მოგვეხმარება..
ამასთან ერთად, საჭირო და აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება, რაც მიწის რეფორმის გარეშე წარმოუდგენელია: მიწა უნდა ეკუთვნოდეს მიწათმოქმედს.
ასევე, უახლოეს მომავალში დავიბრუნებთ რეგიონის პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას და ჩამოვყალიბდებით პოლიტიკურ ჰაბად, ჯერ რეგიონში..
ეს, ასე ვთქვათ, ძირითადი მომენტები, კიდევ არის და შეგიძლიათ თავადაც დაამატოთ..
ამ ყველაფერს კი ჭირდება უფლის ნებით მშვიდობა და ჩვენი მონდომება!.
თუმცა მონდომება არ იქნება საკმარისი, აუცილებელია შეიქმნას გარემო - "მიეცი ნიჭსა გზა ფართო"..
ნიჭი კი, ასევე უფლის წყალობით, ნამდვილად არ გვაკლია..
მოკლედ, დიდი ალბათობით, კორონა საქართველოს "დაარესტარტებს" და ბევრი რამ, რაც აქამდე მხოლოდ ხელს გვიშლიდა, წარსულში დარჩება..
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც არ გვკლავს - ის გვაძლიერებს
ციკლიდან - "ოცნებაო, ჩემო ძველო.."