გიორგი ვაშაძე: სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ

გიორგი ვაშაძე: სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ

პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, სწრაფი დიაგნოსტიკის/ტესტირების არარსებობა კორონავირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი გახდა, რაზეც მისი აზრით, პასუხისმგებლობა პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ეკისრება. როგორც ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანა ეპიდ აფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე დგას.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

„სამწუხაროა, რომ სწრაფი დიაგნოსტიკის/ტესტირების არარსებობა გახდა ბოლო დროს კორონავირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზი და ამაზე პასუხისმგებლობა პირადად გახარიას ეკისრება!

კორონავირუსი ბაღდათშიც დადასტურდა! მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კლინიკაში იყო მისული, თუმცა მას ტესტი არ გაუკეთეს და სახლში გაუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას იმ ეტაპზე პროტოკოლით გათვალისწინებული სიმპტომები არ აღენიშნებოდა, რის გამოც ტესტს ვერ ჩაუტარებდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ ტესტებს არ უკეთებენ. ქობულეთი, ვანი, ბათუმი თემქა, ეს იმ ტერიტორიების არასრული ჩამონათვალია, სადაც გამოვლენილი შემთხვევები ადასტურებს, რომ ადამიანები მიმართავენ ექიმებს, მათ კი არ აქვთ დიაგნოსტირების შესაძლებლობა.

ჩვენ კვლავ ვდგავართ ეპიდ აფეთქებისა და შიმშილის საშიშროების წინაშე, რაც გახარიასა და მთავრობის არასწორი ნაბიჯების შედეგია!

მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დღემდე არ გვაქვს დიაგნოსტირების საშუალება.

მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანას რამდენიმე ათასი ტესტი უკვე აქვს და თუ ასეა, მაშინ რატომ არ ატარებენ დიაგნოსტირებას/სწრაფ ტესტირებებს?! - ეს არის სწორედ არასწორი მენეჯმენტის შედეგი!

ერთი თვის წინ, როცა ტესტირების აუცილებლობაზე დავიწყეთ საუბარი, გახარიამ და მთავრობამ კრიტიკა დაგვიწყო და საკუთარი ტროლ ბოტები მოგვისიეს, ეხლა კი ყველა თანხმდება, რომ საჭიროა, მაგრამ ტესტები არ გვაქვს, როგორც ჩანს.

ვეკითხები გახარიას - რატომ? კიდევ ფიქრობ რომ არ არის საჭირო?

სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში არასწორი გზა აირჩია, რასაც სავალალო შედეგამდე მივყავართ!“,-წერს გიორგი ვაშაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

9gramm არა რა,ამათ სამარე ვერ გაასწორებს...ვისი,ან რისი ნაშობები არიან ????
5 წლის უკან
9gramm უხარიათ ნეგატიური ამბები
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს ამ კაცის ბრალი არ არის. ის შეიძლება სულაც კარგი კაცი იყოს და არც უნდოდეს ამას რომ ლაპარაკობს, მაგრამ პოლიტიკური პარტიის წევრობა ავალებს! ჯერ ავალებს, მერე ფიქრობს იქნებ ეს სიბრიყვე სიმართლეც კი არისო?! მისი ტვინი, ქვეცნობიერი მე განუწყვეტლივ ეძებს ხსნას, ამ ტყუილში ყოფნით შეწუხებული. რადგანაც პარტიულობა არის მისი ყოფის საფუძველიც და მწვერვალიც ის სიმართლეს ვერასდროს ვეღარ იტყვის. იტყვის იმას, რაც პარტიას სჭირდება ანუ შავზე თეთრიაო და ბოლოსკენ უკვე ამაში ღრმად დარწმუნებულია. ეჭვი მხოლოდ სიზმარში შეიძლება შეეპაროს! დემოკრატია, რომლის საფუძველი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებაა, პლიურალიზმი - სიტყვის თავისუფლების აღმატებულობა სინდის-ნამუსზე, ტრადიციაზე, სამშობლოს შეგრძნებაზე ... ასე ახდენს პოლიტიკური პარტიის წევრის ჩამოქვეითებას - დეგრადაციას ადამიანის კატეგორიიდან პოლიტიკურ ცხოველამდე!
5 წლის უკან
Maverick Aburjga Tasmanieli, ე.ი. ეს საცოდავსაც "წმ. მიხელის ჯგუფის" კურსდამთავრებული არის და სხვაგვარად არ შეუძლია აზროვნება, ანუ ეს ვაშაძეც პავლიკ მოროზოვის შტამომავალია!
5 წლის უკან
Maverick სხვათაშორის, მაინტერესებს ეს გ. ვაშაძე და მისნაირები ერთი კაცისგან გაკეთებულებს რატომ გვანან?!
1917-1923 წლების პლაკატებს მაგონებს, გაბღენძილ შავი ტყავის ქურთუკიან კომისრებს და კომსომოლებს...
5 წლის უკან
amo როგორ იყო? მე მოვკლავ დედას, დავაღრჩობ მამას თუ კი პარტია მიბრძანებს ამას . . .
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს ადამიანი მაგალითად დავასახელე. ისე ვიქრობ, რომ როდესაც ადამიანი შედის რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, სულერთია რომელში, ყველაფერი რაც ზემოდ ვთქვი ყველა მათგანზე ვრცელდება! იმდენად ცხადი მგონია ეს ყველაფერი, რომ მიჭირს ამ საკითხზე ხანგრძლივი მსჯელობის ჩატარება! ტყუილად კი არ არის ნათქვამი (ავტორი დამავიწყდა, მოვნახავ), რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა ეს არის მრავალთა სიგიჟე ერთეულთა ძალაუფლების და სიმდიდრის მხარდასაჭერად!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნახეთ ხატია დეკანოიძის ბრიფინგი სადაც მან ივანიშვილის შემოწირულობაზე ილაპარაკა?! როგორც მახსოვს, მან თქვა რომ გამოსარკვევია ამ ფულის წარმომავლობა, რომ ყავს ანონიმი წყარო რომელიც ამტკიცებს, რომ ეს შავი ფულია და ა.შ.! რომ ყველა ინსტანციაში ქვეყნის გარეთ და შიგნით იჩივლებს და მოითხოვს ამ ფულის წარმომავლობის დადგენას! ამ დროს იმ ვითომდა რაღაც წყაროს ვინც ეს ინფორმაცია ვითომ მიაწოდა არაფრით არ დაასახელებს! აბა ახლა ეს უმსგავსობა რომ ადამიანს მოუვა თავში და საჯაროდ გამოაცხადებს ის შეშლილი არ არის?! ის ადამიანია?! ის აღარ არის ადამიანი ის პოლიტიკური ცხოველია, კერძოდ ქათამი! გავაგრძელო, კიდევ ვიმსჯელოთ?!
5 წლის უკან