მე ვიცი, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, არანაირი შეხვედრა არ მიმდინარეობს, თუ რაიმე სახის კონსულტაციები მიმდინარეობს შეხვედრების გარეშე,ისე ვირტუალურდ, ვერ გეტყვით_ განაცხადა ჟურნალისტებთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
"ეს მდგომარეობა ჩვენთვის, როგორც ალბათ ყველასთვის მძიმე არის და ძალიან ძნელია ამაზე ადმიანმა ზედაპირულად ისაუბროს. საერთოდ, ძალიან ძნელი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბუნებრივია, რომ როდესაც განსაცდელის ჟამს ადამიანი ღმერთთან ეძებს თავშესაფარს და ყველა სხვადასხვანაირად განიცდის ღმერთის არსებობას, მასთან ურთიერთობას სხვადასხვანაირად აგვარებს თავისი შინაგანი ცნობებით, რა თქმა უნდა აი ეს შეზღუდვა ძალიან არასასიამოვნოა, რთულია ცრემლის გარეშე უყურებდე დაცარიელებულ ტაძრებს, მაგრამ დამერწმუნეთ არანაკლებ მძიმე არის თუნდაც დაცარიელებული ქუჩების ხილვა.
როცა ეს მდგომარეობა მოიხსნება, მძიმე მდგომარეობა იქნება რა თქმა უნდა. ძალიან დიდია პასუხსმგებლება ყველასი, განსაკუთრებით იმათი, ვინც უნდა უზრუნველყოს კვლავ ამუშავება ქვეყნისა. ქვეყანა დაპაუზებულია და ჯერ კიდევ ის პროცესია, როცა რაღაცეები იკეტება, რაღაცნაირად შეზღუდვები თითქოს მატულობს. ვნახოთ რა იქნება. მე შემიძლია ადამინურად შევხედო ამ ყველაფერს და ისე შევაფასო, ასეთია ჩემი აზრი,"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.