ირაკლი ჩიქოვანი: ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

ირაკლი ჩიქოვანი: ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

საქართველს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენებმა და მედიკოსებმა მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი დაიწყეს.

„ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ასევე გეტყვით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს პროაქტიული თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც შემოწმდება აბსოლუტურად ყველა მოსახლე ამ ადმინისტრაციული ერთეულების. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ, რომ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა როგორც საკვებით მომარაგებაში, ასევე, იმ მედიკამენტების უზრუნველყოფაში, რომელიც ადგილზე იქნება საჭირო.

შეზღუდვები და მკაცრი ზომები ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავუმკლავდეთ კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელებას, მაგრამ არც ერთი შეზღუდვა და არც ერთი რეგულაცია ვერ იქნება ეფექტური, თუ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ გაითვალისწინა.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავრჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესი აუციებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ და ამით დავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქე“,- განაცხადა ჩიქოვანმა.