საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60 -მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60 -მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 60 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Aburjga Tasmanieli საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კი ოპოზიციას უფლება აქვს საკუთარი ან მასტან იდეურად შეუღლებული (პალიტრა ტვ) მედიის მეშვეობით თავისუფლად აწარმოოს მთავრობისა და ქვეყნის მიერ განხორციელებული აუცილებელი ღონისძიებების უსაფუძვლო-დაუსაბუთებელი კრიტიკა და მტრული-ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა?! კიდევ უფრო უარესი რა უნდა მოხდეს, რომ საქართველოს სახელმწიფომ აღკვეთოს ამ ქვეყნის დამაქცევართა პარპაში?! რატომ არ შეიძლება მას ვინც აშკარად ცილისმწამებლურ პროპაგანდას ეწევა, დაუსაბუთებელ ბრალდებებს აყენებს... აეკრძალოს ასეთი მავნებლური საქმიანობა და "ამოაწიკვონ" ენა და მისცენ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად პასუხისგებაში???!!
როგორც ვხედავ ამ მავნებლურმა ძალებმა თანდათან აიშვეს არტახები ჩვეული უტიფრობით აგრძელებენ თავიანთ ძირგამომთხრელ საქმიანობას!
5 წლის უკან