ირაკლი გოგავა: ქართული გენის ბოლო ბასტიონი - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ სამიზნედ აქციეს

ირაკლი გოგავა: ქართული გენის ბოლო ბასტიონი - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ სამიზნედ აქციეს

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს:

"ქართული გენის ბოლო ბასტიონი - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ სამიზნედ აქციეს. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება ყველა კითხვას დეტალურად პასუხობს, რომელიც შექმნილ ვითარებაში შეიძლება გაჩნდეს. ნათელია და დასაფასებელი ეკლესიის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ლოცვები არ შეწყდება და ტაძრის კარი არ დაიკეტება. ისევე როგორც ისტორიის მანძილზე, ეკლესია კვლავ დგას ხალხის სულიერების სადარაჯოზე და ეს მნიშვნელოვანია. საქართველოს დედა-ეკლესია წარმოადგენს ინსტიტუციას, სადაც ეროვნულად მოაზროვნე პატრიოტი ადამიანების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა. დარწმუნებული ვარ, ყველა მისი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებით არის და იქნება ნაკარნახები.

ჩვენ, საერო პირები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო, რწმენა, ქრისტე, მამული, ისტორია, მემკვიდრეობა, სულიერება, მორალი, ზნეობა, ვალდებულნი ვართ ჯებირად აღვიმართოთ იმ პლანეტარული ძალების ადგილობრივი სუროგატების წინააღმდეგ, ვინც დედა-ეკლესიის წინააღმდეგ უბადრუკ შეტევებს გეგმავს და ახორციელებს.

მასიურად დაადუმეს ახალგაზრდობა, უნივერსიტეტები, ინტელექტუალები, მეცნიერები... ვერ დაადუმეს ეკლესია! ეს ბრძოლა ჩვენი დიდგორია! ჩვენ გავიმარჯვებთ! რამეთუ, ჩვენთან არს ღმერთი!"