ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი: ჩვენ ვართ პიკის შესაძლო განვითარების საწყის ეტაპზე

ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი: ჩვენ ვართ პიკის შესაძლო განვითარების საწყის ეტაპზე

მედიცინის დოქტორმა, ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოში ინფიცირების პიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანა ევროპაში განვითარებულ მოვლენებს დაახლოებით 1 თვით ჩამორჩება.

„ჩვენ ვართ დროში ოდნავ უკან იმ მოვლენებთან მიმართ, რომლებიც ევროპაში განვითარდა. დაახლოებით ეს ერთი თვეა. ჩვენ ვართ საწყის ეტაპზე პიკის შესაძლო განვითარების. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიამაყოთ ძალიან, რომ გვაქვს ასეთი ბრწყინვალე შედეგები და არც უნდა უგულვებელყოთ ეს შედეგები და საფრთხე, რომელიც შეიძლება განვითარდეს. მე არავის არ ვაშინებ, უბრალოდ ჩემი მოვალეობაა ექსპერტული ცოდვა გაგიზიაროთ თქვენ“, - განაცხადა ცანავამ.

მისი თქმით, საქართველოში დასნებოვნების დაბალი მაჩვენებელია.