ესტონეთის ხელისუფლებამ ულტრამემარჯვევე ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. „ფეირკრიგის დივიზიის“ ან „სახანძრო ომის დივზიის“, ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დაჯგუფებას 13 წლის მოზარდი ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა „მეთაურის“ სახელით მოქმედებდა და მის მოვალეობაში ახალი წევრების მოზიდვა შედიოდა.
გარდა ამისა, ის ხელნაკეთი ბომბების დამზადების ინსტრუქციებს იძლეოდა. სამართალდამცველებს მან ლონდონში თავდასხმის გეგმის შესახებაც უამბო და ასევე ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკების გახსნის იდეაც.
ასაკის გამო, ესტონეთში მას პასუხისგებაში ვერ მიცემენ. ამის ნაცვლად, უწებამ უნდა მოიფიქროს სხვა მეთოდი, რითაც დასჯის მოზარდს.
თებერვალში „ფეირკრიგის დივიზიან“ დაშლის შესახებ განაცხადა, მაგრამ გამომძიებლებმა დაჯგუფების წევრების შიდა მიმოწერა იპოვეს, რომლის მიხედვითაც გაიგეს, რომ კრიმინალები კვლავ აგრძელებდნენ საქმიანობას.