თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რამდენიმე პაციენტის კორონავირუსზე პირველად ტესტი უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რამდენიმე პაციენტის კორონავირუსზე პირველად ტესტი უარყოფითია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე პირველად უარყოფითი ტესტირების შედეგი რამდენიმე პაციენტზე დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ეკა ნაფეტვარიძემ „დილის შოუს“ და „ანატომიის“ გაერთიანებულ ეთერში განაცხადა.

„დღეს-დღეობით ველოდებით 3-4 პაციენტის გამოჯანმრთელების პასუხს. გვაქვს უკვე პირველადი უარყოფითი პასუხი და კარგი ამბები გვაქვს. იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო დღეებში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კიდევ დაგვემატება“, - აღნიშნა ნაფეტვარიძემ.

ექიმმა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც განმარტა

„ჩვენს კლინიკაში პაციენტების დაახლოებით 10-12%-ს აღენიშნებათ გემოს დაქვეითება, ყნოსვის სრული დაკარგვა. ასევე მათ ნაწილს, 3-4%-ს აღენიშნება დიარეა. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს გულმკერდში სიმწვავის შეგრძნებას, ტკივილს გულმკერდის არეში. მხოლოდ 2 პაციენტი აღნიშნავს გულმკერდშ ტკივილს. უფრო გავრცელებული არის ცხელება, ტემპერატურა, ხველა და საერთო სისუსტე თითქმის ყველა მათგანს აქვს გამოხატული, - განაცხადა ექიმმა.