კომპანია „გილიედის“ წამალმა „კოვიდ 19“-ის კრიტიკული პაციენტების ორი მესამედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საუბარია ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია „გილიედ საიენსის“ მიერ შექმნილ ექსპერიმენტულ წამალ „რემდესივირზე“. ამჟამად „კოვიდ 19“-ის მკურნალობის ან პრევენციული ვაქცინის დამტკიცებული მეთოდები არ არსებობს. გასულ თვეში, კომპანია „გილეადმა“ რემდესივირის საქველმოქმედო გამოყენების პროგრამა მკვეთრად შეზღუდა და ანტივირუსული პრეპარატის კლინიკურ გამოცდებს დამოუკიდებლად ატარებს
„როიტერი“ წერს, რომ გამოცდების საბოლოო შედეგი მომავალ კვირებში გახდება ცნობილი. „კოვიდ 19“-ის პაციენტებში წამალს ასევე ცდიან ჩინეთისა და აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარები.
ახალი ანალიზის შედეგები ეყრდნობა აშშ-ის, ევროპის, კანადის და იაპონიის 61 პაციენტს, რომლებმაც ინტავენური რემდესივირის 10-დღიანი კურსი ჩაუტარდათ. მკურნალობის დაწყებამდე, 30 პაციენტი მექანიკურ ვენტილატორზე იმყოფებოდა, ოთხი კი სპეციალურ მოწყობილობაზე, რომელიც პაციენტის სხეულიდან სისხლს ხელოვნური ოქსიგენატორის საშუალებით ტუმბავს. 18 -დღიანი სტატისტიკური დაკვირვების შემდეგ, 36 პაციენტს (68 პროცენტი), ჟანგბადის დამხმარე კლასში გაუმჯობესება ჰქონდა, მათ შორის, 30 პაციენტის ნახევარზე მეტს, რომელიც მექანიკურ ვენტილაციას ექვემდებარებოდა, სასუნთქი მილები მოხსნეს. სულ 25 პაციენტი, (47 პროცენტი) საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, შვიდი პაციენტი კი, დაიღუპა. 12 პაციენტს სერიოზული გვერდითი ეფექტები ჰქონდა, მათ შორის მრავლობითი ორგანული დისფუნქციის სინდრომი, სეპტიკური შოკი და თირკმელების მწვავე დაზიანება. „ნიუ ინგლენდ ჯორნალ ოფ მედისინში“ გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიის ავტორი, კვლევის პირველად დასკვნებს „იმედის მომცემს“ უწოდებს, მაგრამ ასევე წერს, რომ რთულია შედეგების ინტერპრეტირება, რამდენადაც ისინი არ მოიცავენ საკონტროლო ჯგუფთან შედარებას, როგორც ეს შემთხვევითი კლინიკური კვლევის დროს მოხდება. გარდა ამისა, პაციენტების რაოდენობა მცირე იყო, დეტალების გამჟღავნება შეზღუდულია, ხოლო დაკვირვების დრო შედარებით ხანმოკლე იყო.
3 საათის უკან
Aburjga TasmanieliУченые из австралийского Мельбурна выяснили, что антипаразитный препарат ивермектин почти полностью подавляет коронавирус в инфицированной клетке за двое суток. Результаты лабораторного исследования (in vitro) были опубликованы в издании Antiviral Research.
Ученые из университета Монаша и Королевской больницы в Мельбурне протестировали воздействие ивермектина на клетки, инфицированные SARS-CoV-2. Клетки обработали ивермектином через два часа после инфицирования.
После добавления одной дозы антипаразитного лекарства количество вирусной РНК за сутки снизилось на 93%, за две суток — на 99,8%. Препарат снизил содержание коронавируса в клетке примерно в пять тысяч раз за 48 часов по сравнению с контрольными образцами. Эффективность препарата для лечения коронавируса предстоить проверить в ходе испытаний на людях.
3 საათის უკან
Aburjga Tasmanieliვისაც ხელგეწიფებათ მიაწვდინეთ ხმა ბატონ თენგიზს, პაატა იმნაძეს... და ყველას ვისაც ამ დაავადებაზე ზემოქმედება ევალება! ამ წამალს რაღაც ახალი გამოცდები და პრობაციები არ სჭირდება. უკვე დიდი ხანია არსებობს, დარეგისტრირებულია როგორც სამკურნალო საშუალება. დაალევინეთ დაინფიცირებულებს თუ არ მოუხდება ნამდვილად არ აწყენთ!