საქართველოში კორონავირუსისგან 56 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 233 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 56 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.