მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საქართველოს სამ მოქალაქეს კი, ვირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა

მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საქართველოს სამ მოქალაქეს კი, ვირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საქართველოს სამ მოქალაქეს კი, ვირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდა.

მისივე განმარტებით, პირველად მოხდა, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა „კოვიდის 19“-ის დადასტურებული შემთხვევები.

„ 236 დადასტურებული შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ იქ დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის. გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ თვითონ აღრიცხვა, ჯანდცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ.

შესაბამისად, ამ 236-დან სამი თუ ცალკეა,  გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ორი ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოშია დადასტურებული. ე.ი. 233 არის ჩვენთან დადასტურებული შემთხვევა და სამი არის შემოტანილი. სამივე საქართველოს მოქალაქეა. შეგვიძლია, ჯამურად განვიხილოთ, როგორც სამკურნალოდ დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოყოფილი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Aburjga Tasmanieli Ученые из австралийского Мельбурна выяснили, что антипаразитный препарат ивермектин почти полностью подавляет коронавирус в инфицированной клетке за двое суток. Результаты лабораторного исследования (in vitro) были опубликованы в издании Antiviral Research.

Ученые из университета Монаша и Королевской больницы в Мельбурне протестировали воздействие ивермектина на клетки, инфицированные SARS-CoV-2. Клетки обработали ивермектином через два часа после инфицирования.

После добавления одной дозы антипаразитного лекарства количество вирусной РНК за сутки снизилось на 93%, за две суток — на 99,8%. Препарат снизил содержание коронавируса в клетке примерно в пять тысяч раз за 48 часов по сравнению с контрольными образцами. Эффективность препарата для лечения коронавируса предстоить проверить в ходе испытаний на людях.
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შემთხვევითია ალბათ ამ წამალს ივერ-მეტინი რომ ჰქვია, მაგრამ ვინ იცის იქნებ შემთხვევითიც არ იყოს?! მიაწვდინეთ ხმა ქალბატონ ეზუგბაიას დაუნიშნოს ეს პრეპარატი ავადმყოფებს!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ივერმეკტინი - ანტიპარაზიტული წამალი რომელიც უკვე 20 წელია ფართოდ გამოიყენება და არ აქვს გვერდითი მოვლენები საოცარია, მაგრამ ახდენს უძლიერეს ზემოქმედებას კოვიდ 19 ვირუსზე და ამის გარდა სხვა ვირუსების ფართო სპექტრზე. მაგალითად ივერმექტინის ზემოქმედების შედეგად კოვიდ 19 -ით დაფნფიცირებულ უჯრედოვან კულტურაზე 48 საათში ვრუსის კოლონია 5000 ჯერ შემცირდა. ინტერნეტში მარტივად შეიძლება ინფორმაციის მოძიება ივერმექტინის შესახებ. თუ ვინმეს შეგიძლიათ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ჩვენს ქართველ ინფექციონისტებს!!! ივერმექტინით ადამიანების განკურნების შემთხვევაში 1 კვირაში შეიძლება ყველა საკარანტინო თუ სხვა ღონისძიებების გაუქმება და ქვეყნის ნორმალურ რიტმზე გადასვლა!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვისაც ხელგეწიფებათ მიაწვდინეთ ხმა ბატონ თენგიზს, პაატა იმნაძეს... და ყველას ვისაც ამ დაავადებაზე ზემოქმედება ევალება! ამ წამალს რაღაც ახალი გამოცდები და პრობაციები არ სჭირდება. უკვე დიდი ხანია არსებობს, დარეგისტრირებულია როგორც სამკურნალო საშუალება. დაალევინეთ დაინფიცირებულებს თუ არ მოუხდება ნამდვილად არ აწყენთ!
5 წლის უკან