როგორც იქნა, ჩინეთში ძაღლების ჭამა ოფიციალურად აკრძალეს

როგორც იქნა, ჩინეთში ძაღლების ჭამა ოფიციალურად აკრძალეს

ჩინეთში ძაღლების საკვებად გამოყენება ოფიციალურად აიკრძალა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, საკვებად კლასიფიცირებული ცხოველების სიიდან ძაღლები მსოფლიოს მეურნეობის სამინისტრომ ამოიღო.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში ძაღლი ადამიანის მეგობრად ითვლება და მისი საკვებ პროდუქტად მიჩნევა მიზანშეუწონელია.