თენგიზ ცერცვაძე: „მარნეულში ზომების მიღება 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით“

თენგიზ ცერცვაძე: „მარნეულში ზომების მიღება 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით“

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთ. საგანგებო ზომები რომ ერთი დღით გვიან მიგვეღო, იქ ასობით შემთხვევა გვექნებოდა, - ამის შესახებ „POSTV"-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მარნეულსა და ბოლნისში მიღებულმა ზომებმა მყისიერი შედეგი მოგვცა. როდესაც მარნეულში ინფიცირებული პაციენტი ვერ ასახელებდა, ვისგან შეიძლებოდა გადაედო ინფექცია. ამიტომ შესაბამისი სამსახურები მიყვნენ ამ პაციენტის მოძრაობის კვალს და ამ მარშრუტზე ყველა შეამოწმებს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მარნეული გადაგორდა. გარდა ამისა, მარნეულმა შექმნა პრეცედენტი სხვა რაიონებისთვის, ეს ერთგვარი პილოტური პროექტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთა. ეს ზომები რომ 1 დღით გვიან მიგვეღო, მარნეულში გვექნებოდა ასობით შემთხვევა. ეს ასეულები გადასცემდნენ სხვა ასეულებს და იქნებოდა ათასეულები. 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით. უფრო გონივრულად უნდა გვემოქმედა და არ დაგვეშვა ის შეცდომები, რაც სხვა, ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერ ქვეყნებში დაუშვეს", - განაცხადა ცერცვაძემ.

Aburjga Tasmanieli ივერმეკტინი - ანტიპარაზიტული წამალი რომელიც უკვე 20 წელია ფართოდ გამოიყენება და არ აქვს გვერდითი მოვლენები საოცარია, მაგრამ ახდენს უძლიერეს ზემოქმედებას კოვიდ 19 ვირუსზე და ამის გარდა სხვა ვირუსების ფართო სპექტრზე. მაგალითად ივერმექტინის ზემოქმედების შედეგად კოვიდ 19 -ით დაფნფიცირებულ უჯრედოვან კულტურაზე 48 საათში ვრუსის კოლონია 5000 ჯერ შემცირდა. ინტერნეტში მარტივად შეიძლება ინფორმაციის მოძიება ივერმექტინის შესახებ. თუ ვინმეს შეგიძლიათ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია ჩვენს ქართველ ინფექციონისტებს!!! ივერმექტინით ადამიანების განკურნების შემთხვევაში 1 კვირაში შეიძლება ყველა საკარანტინო თუ სხვა ღონისძიებების გაუქმება და ქვეყნის ნორმალურ რიტმზე გადასვლა!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli Ученые из австралийского Мельбурна выяснили, что антипаразитный препарат ивермектин почти полностью подавляет коронавирус в инфицированной клетке за двое суток. Результаты лабораторного исследования (in vitro) были опубликованы в издании Antiviral Research.

Ученые из университета Монаша и Королевской больницы в Мельбурне протестировали воздействие ивермектина на клетки, инфицированные SARS-CoV-2. Клетки обработали ивермектином через два часа после инфицирования.

После добавления одной дозы антипаразитного лекарства количество вирусной РНК за сутки снизилось на 93%, за две суток — на 99,8%. Препарат снизил содержание коронавируса в клетке примерно в пять тысяч раз за 48 часов по сравнению с контрольными образцами. Эффективность препарата для лечения коронавируса предстоить проверить в ходе испытаний на людях.
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვისაც ხელგეწიფებათ მიაწვდინეთ ხმა ბატონ თენგიზს, პაატა იმნაძეს... და ყველას ვისაც ამ დაავადებაზე ზემოქმედება ევალება! ამ წამალს რაღაც ახალი გამოცდები და პრობაციები არ სჭირდება. უკვე დიდი ხანია არსებობს, დარეგისტრირებულია როგორც სამკურნალო საშუალება. დაალევინეთ დაინფიცირებულებს თუ არ მოუხდება ნამდვილად არ აწყენთ!
5 წლის უკან