ვასილ მაღლაფერიძე: ძალიან ბევრ საინტერესო შემოთავაზებას ვიღებთ ტელესკოლაში

ვასილ მაღლაფერიძე: ძალიან ბევრ საინტერესო შემოთავაზებას ვიღებთ ტელესკოლაში

ძალიან ბევრ საინტერესო შემოთავაზებას ვიღებთ ტელესკოლაში, თუმცა, დაუყონებლივ ვერ ვიწყებთ განხორციელებას, ვინაიდან ამ ეტაპზე უნდა მოვრჩეთ ჩაწერებს მიმდინარე პროგრამით, რომელიც დაახლოებით 12 ივნისამდე გაგრძელდება. ამით დღეში თორმეტი საათის განმავლიბაში დაკავებულია ორი სტუდია, თითქმის მთელი ტექნიკური რესურსი და შემოქმედებითი ჯგუფი. ამ ეტაპზე კიდევ რაიმე ახალი სამუშაოს დამატება ფაქტობრივად შეუძლებელია.

როგორც კი ჩაწერას მოვრჩებით, კარგ შემთხვევაში, დაახლოებით 20-25 მაისს და ცოტას ამოვისუნთქავთ ( იმედია ქვეყანაშიც უკეთესი ვითარება იქნება), ვგეგმავთ, რომ დავსხდეთ და შევაჯეროთ არსებული მოსაზრებები, თუ როგორი უნდა იყოს საგანმანათლებლი არხი და რა პროდუქციით უნდა შეივსოს სატელევიზიო ბადე; ასევე, რა ტიპის თანამშრომლობა გვექნება განათლების სამინისტროსთან. მოკლედ ბევრი თემა გვაქვს გასავლელი აგვისტოს ბოლომდე, როცა ახალი პროდუქციის წარმოების დაწყებას ვგეგმავთ.

სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ახლად შემოთავაზებული პროექტების წარმოებას ვერ ვიწყებთ და გთხოვთ, ამას გაგებით შეხვდეთ, თუმცა, ყველა პროექტს მოვუბრუნდებით და დეტალურად გავივლით. ამავე დროს, ჩვენთვის დიდად ფასეულია ყველა შენიშვნა თუ მოსაზრება მიმდინარე პროექტის შესახებ - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე.