გამოცემა „Rolling Stones”-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ცნობილი ჯგუფი „Led Zeppelin”-ის წევრებს „Kennedy Awards”-ის უმაღლესი ჯილდო გადასცა.
ეს დამსახურება აშშ-ის კულტურაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცემათ.
საინტერესოა, რომ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე, „Led Zeppelin” ჯგუფი „Foo Fighters”-ის ლიდერმა დეივ გროლმა წარადგინა.
„Led Zeppelin” ადრეული ასაკიდან მიყვარდა. ამ ჯგუფმა აშშ-ის როკ-მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი ითამაშა. ამ მიზეზის გამო, ჯგუფს ჩვენი ქვეყნის კულტურაში გაწეული დიდი ღვაწლისთვის ვაჯილდოვებთ.“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.