მომღერალ აკაკი ბოლქვაძეს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებული კლიპი გამო, მიწასთან გაასწორეს, ინფარქტი დაემართა

მომღერალ აკაკი ბოლქვაძეს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებული კლიპი გამო, მიწასთან გაასწორეს, ინფარქტი დაემართა

მომღერალი კაკი ბოლქვაძე, ბულინგის შედეგად ცუდად გახდა, წნევა დაუვარდა და მომენტალურად ხელები დაუსივდა,-ამის შესახებ შორენა ბარაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბოლქვაძეს ინფარქტის ნიშნები დაუდგინეს.

აკაკი ბოლქვაძის მეგობრების ინფორმაციით, მომღერალს სტაციონარში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მკურნალობას სახლში აგრძელებს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, ქართველმა მომღერლებმა, საქართველოს ბრძოლას კორონავირუსთან კლიპი მიუძღვნეს. მუსიკა აკაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის. საზოგადოების დიდმა ნაწილმა კლიპი დაიწუნა და მომღერლები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

9gramm რომელმა დიდმა ნაწილმა?
5 წლის უკან
Katana . სიმღერა იწყება სიტყვებით - "ანათებს ოცნების მზე" და გადაირეოდნენ, აბა რა იქნებოდა: "ოცნების" საარჩევნო კლიპს გვთავაზობენ ამ გაგანია კორონაობის დროსო?! :)))
(საქართველოში ხომ სიტყვა "ოცნება" ტაბუირებულია ნაცების მიერ და მისი ხსენება იკრძალება, სანამ თვითონ არ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში!).
5 წლის უკან
სერმინე ...ასეთ დროს ვფიქრობ, უგონო ქართველებისთვის მიშა ზედგამოჭრილი მმართველი იყო.
5 წლის უკან