ეკატერინე ტიკარაძე: უწყება, რომელიც აშშ-ში ეპიდსიტუაციის მართვაშია ჩართული, მონიტორინგს გაუწევს ჩვენს ყველა ნაბიჯს

ეკატერინე ტიკარაძე: უწყება, რომელიც აშშ-ში ეპიდსიტუაციის მართვაშია ჩართული, მონიტორინგს გაუწევს ჩვენს ყველა ნაბიჯს

ჩვენ არ ვართ უკმაყოფილო ჩვენი ნაბიჯებით, მაგრამ მე არ მინდა, ეს შედეგები გადაიზარდოს თვითკმაყოფილებაში. ეს გარკვეულ რისკებს შექმნის, რომ ჩვენ შესაძლოა საფრთხე ვერ განვსაზღვროთ სწორად - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი დაგვიანებული ნაბიჯი შესაძლოა მდგომარეობის დრამატულად განვითარების საფუძველი გახდეს, ამიტომ საქართველოს ამერიკიდან სპეციალური უწყებები გაუწევენ მონიტორინგს.

„ამერიკის ელჩთან ჩვენი დღევანდელი კომუნიკაცია, ძირითადად იყო იმ საჭიროებებზე, რომლებიც შესაძლოა დადგეს. ჩვენ გვაქვს სურვილი და მათაც გამოხატეს მზაობა, რომ ამერიკის მთავრობა და ყველა უწყება, რომელიც ჩართულია აშშ-ში ეპიდსიტუაციის მართვაში, მონიტორინგს გაუწევს საქართველოში არსებულ გამოწვევებს და ჩვენთან ერთად დაგეგმავენ გარკვეულ ნაბიჯებს. ეს ნაბიჯები უნდა იყოს შემდგომში იმაზე ეფექტური, ვიდრე დღემდე იყო“, - განაცხადა ტიკარაძემ.

Neasimon ეს არის დამოუკიდებელი ქვეყნის მინისტრი?
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სიტყვა მონიტორინგი რაა, ზედამხედველობას ხომ არ ნიშნავს? როცა შევარდნაძე ჩამოაგდეს იმ დღესვე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა!
5 წლის უკან