მაკა დარსაველიძე: „მთელი დღის განმავლობაში ფულთან აქვთ კონტაქტი და ერთჯერადი ხელთათმანით ისე მოგაწოდებენ პროდუქტს, რომ წამითაც არ ფიქრდებიან, რა საფრთხეს ქმნიან”

მაკა დარსაველიძე: „მთელი დღის განმავლობაში ფულთან აქვთ კონტაქტი და ერთჯერადი ხელთათმანით ისე მოგაწოდებენ პროდუქტს, რომ წამითაც არ ფიქრდებიან, რა საფრთხეს ქმნიან”

 ანალიტიკოსი მაკა დარსაველიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია!!!

დაავადების გავრცელების მასშტაბის შესამცირებლად დროულად მიღებულ ზომებს მხოლოდ მივესალმები და ვფიქრობ, ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო და არის!

თუმცა, ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მაქვს შენიშვნა.

მოგეხსენებათ, თითოეულ ჩვენგანს აქვს შეხება სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან. თუ ყოველდღიურად არა, დღეგამოშვებით მაინც. თან, უკლებლივ ყველას, ვინც ძირითადად სახლში ვართ, ან სულ სახლში ვართ. ამიტომ, იქნებ, ამ ობიექტებს დაევალოთ, ფულთან შემხებლობაში მქონე პირს, ანუ მოლარე ოპერატორს არ ჰქონდეს პროდუქტთან და მედიკამენტებთან შეხების უფლება.

მათ მთელი დღის განმავლობაში ფულთან აქვთ კონტაქტი და ერთჯერადი ხელთათმანით ისე მოგაწოდებენ პროდუქტს, რომ წამითაც არ ფიქრდებიან, რა საფრთხეს ქმნიან. ასეა უკლებლივ ყველა ობიექტზე, უბნის მაღაზია იქნება ეს, ჰიპერმარკეტი თუ ნებისმიერი ქსელის აფთიაქი.

ლოგიკურად ვფიქრობ, რომ შიდა გავრცელებაში ამ რგოლს ლომის წვლილი აქვს და თუ ჯერ არ აქვს, აუცილებლად ექნება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია!!!

პს: ჩემს დას, რომელსაც სასურსათო მაღაზია აქვს, დამოუკიდებლად მოაფიქრდა ამის გაკეთება და სალაროსთან ერთი პირი გამოყო, რომელსაც პროდუქტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. მარკეტში შემოსვლის და ანგარიშსწორების შემდეგ კი, თითოეულ მომხმარებელს სადეზინფექციო ხსნარით ხშირ შემთხვევაში, იძულებით ამუშავებინებს ხელებს.

ვიმედოვნებ, კიდევ არის თითო-ოროლა ადამიანი, ვინც ეს ზომები ყოველგვარი მოწოდების გარეშე მოიფიქრა და გაატარა, მაგრამ ამ თითო-ოროლა გონიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანის იმედად ხომ არ ვიქნებით მილიონობით მომხმარებელი?!

ეს ძალიან მნიშვნელოვანია!!!

გთხოვთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი და დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები. ისევე ოპერატიულად, როგორც სხვა შემთხვევაში მოახერხეთ."

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს მთავრობა

Katana აბსოლუტურად მართალი ხართ!..
სამწუხაროდ, ასეთი ტრადიცია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოგვდევს: სასურსათო მაღაზებში საერთოდ არ ეკეთა ხელთათმანი გამყიდველს... და ხელიბით, რომელშიც ხან დანა ეჭირა, ხან გასახვევი, უხეში ქაღალდის რულონი, ხან სასწორის გირები, ხან ფულს ითვლიდა და ხან კიდევ, კაცმა რომ არ იცის, რაზე ეკიდა ის ხელი - გადმოგიღებდა კარაქს, მოგიჭრიდა ყველს, მერე კიდევ დაამატებდა, ან ჩამოაჭრიდა (ე.ი. არაეერთხელ ეხებოდა) და... თუ გააპროტესტებდი, დიდი-დიდი, ჭუჭყიან წინსაფარზე შეეწმინდა ხელი!
5 წლის უკან