ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს. გამოცემა BBC-ის ცნობით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.
კადრებში ჩანს თუ როგორ მარხავენ სპეციალურად ჩაცმული ადამიანები გვამებს დიდ ორმოში. კადრები Hart Island-შია გადაღებული.
გამოცემა იტყობინება, რომ სავარაუდოდ ასე იმ ადამიანებს კრძალავენ, ვისაც არავინ მიაკითხა.
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში დაახლოებით 162,000 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 7,067 ადამიანი გარდაიცვალა.