ჯანსაღი საუზმე რძით - ამზადებთ საღამოს და დილით მიირთმევთ

ჯანსაღი საუზმე რძით - ამზადებთ საღამოს და დილით მიირთმევთ

ინგრედიენტები

შვრია - 2 სკ

„სოფლის ნობათის“ რძე - 100 მლ

იოგურტი - 1 სკ

თაფლი

სასურველი ხილეული და თხილეული

მომზადების წესები

ქილაში მოათავსეთ შვრია, რძე, იოგურტი და თაფლი. ქილას თავი დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს. ბოლოს დაუმატეთ სასურველი ხილეული (კენკრა, ბანანი, ვაშლი...) და თხილეული (ნუში, ნიგოზი, თხილი...).

ქილა მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. შვრია რძითა და იოგურტით გაიჟღინთება და დილით სასიამოვნო კონსისტენციის იქნება.