ეკატერინე ტიკარაძე: მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა

ეკატერინე ტიკარაძე: მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა

მარნეულსა და ბოლნისში უპრეცედენტოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა, სადაც ერთი ინფიცირებულიდან გამოვლენილი იყო 150-ზე მეტი კონტაქტი. 150 კონტაქტიდან დაინფიცირებული იყო მხოლოდ 14. რაც საკმაოდ კარგად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეს რეგიონის უკვე მეორედ შემოწმება მიმდინარეობს. „ვიცით, რომ ვირუსს ახასიათებს შედარებით გვიანი გამოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა პირი იყოს გამოვლენილი. მარნეულსა და ბოლნისში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონი, რომლის ლეტალობის მოლოდინზე ექიმები პირველი დღიდან საუბრობდნენ, დღეს გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.