პაატა იმნაძე: ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება მუშაობის დროს არ მომხდარა

პაატა იმნაძე: ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება მუშაობის დროს არ მომხდარა

ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება მუშაობის დროს არ მომხდარა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების განაცხადა შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, მათი დაინფიცირება კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში მოხდა.

სამწუხაროდ, მოხდა სწორედ ამ კოლექტივში ვირუსის შეტანა და ამან გამოიწვია, რომ დიდი რაოდენობა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მომხდარა სამუშაო პირობებში, ეს მოხდა სწორედ აი ამ კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დღეს ყველაზე კარგი რჩევა. ისინი, ვინც უწყვეტად უნდა იმუშაონ, ამ ადამიანებს დღესაც ვურჩევთ, ოღონდ აი ძალიან მკაცრი წესები უნდა დაიცვან იქ, სადაც ეს ადამიანები იქნებიან თვითიზოლაციაში, რომ იქ არ მოხდეს ვირუსის შეტანა. ორკვირიანი ბრიგადები სწორედ მაგიტომ არის, რომ თუ ერთ ბრიგადას რამე მოუვიდა, მეორე ბრიგადა აგრძელებს ამ დროს მუშაობას. მუშაობის უწყვეტობა შენარჩუნებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.