სახელმწიფო კვლავ რჩება ერთადერთ ამნაზღაურებლად კოვიდის ინფექციის მატარებელ პაციენტებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ ეტაპისთვის სახელმწიფო კორონავირუსით ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად ფარავს. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ როგორც ჰოსპიტალური სექტორი, ასევე სადაზღვევო სექტორი არაერთგვაროვნად იყო საქართველოში განვითარებული, აქედან გამომდინარე ჩვენთის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქის ინტერესი სრულად დაცული იყოს, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ პაკეტების მოცულობას და პაკეტებში ჩვენი თანამოქალაქეების მონაწილეობას რომელიც მათ გააჩნიათ. ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ საკითხზე (კერძო დაზღვევით მკურნალობა) მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - აღნიშნა ტიკარაძემ.