დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: უცხოეთში ხალხი იხვეწება და ჩვენ სახელმწიფო თუ ჩაგვიტარებს ტესტს, მაგას რა ჯობია?

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: უცხოეთში ხალხი იხვეწება და ჩვენ სახელმწიფო თუ ჩაგვიტარებს ტესტს, მაგას რა ჯობია?

მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ე.წ აგრესიულ ტესტირებას?! - ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც საზგადოების გარკვეული ჯგუფის, მათ შორის სასულიერო პირების აგრესიული ტესტირების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„სახელმწიფო რეგულაციებს მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქლაქე, სამშობლოს მოქალაქე, რომელიც ვთვლი, რომ ცოტათი მაინც პატრიოტი ვარ, ამასთან ქრისტიანი ვარ, ვალდებული ვარ, რომ დავემორჩილო. თუმცა, ასევე ვალდებული ვარ, დავემორჩილო საპატრიარქოს რეგულაციებს, იმიტომ, რომ მე მღვდელი ვარ.

ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ამ ტესტირებას?! ჩემი ახლობელი ამერიკაშია და ახვეწნინეს, რომ ტესტი ჩაეტარებინა. ძლივს ჩაუტარეს. უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და სახელმწიფო თუ ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს?", - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.