"მარნეულელი ქალი გამოჯანმრთელდა და კლინიკას ტოვებს"

მარნეულელი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკას დატოვებს. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„პირველი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც შემოვიდა მარნეულიდნ, არის დადებითი. იგი გამოჯანმრთელებულია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. მისი მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური იყო. ჩატარებული მკურნალობით ქალბატონი გადარჩა და ეწერება კლინიკიდან",- განაცხადა ლევან რატიანმა.

ეს გახლდათ შუახნის ქალი, რომლის გამოც 23 მარტს მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა. ქალს კორონავირუსი 21 მარტს დაუდგინდა. ეპიდემიოლოგებმა მისი 100-მდე კონტაქტი დაადგინეს. მოძიებული კონტაქტებიდან კორონავირუსი რამდენიმე ოჯახის წევრსაც დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, ჰოსპიტალიზაციამდე აღნიშნული ქალბატონი იმყოფებოდა წლისთავზე, დაბადების დღეზე და მარნეულის ბაზარში.