ირმა ხარშილაძე: ჩვენ რა დავაშავეთ, დაუსრულებლად თვითიზოლაციაში რომ უნდა ვიყოთ, ხალხი კი - უმუშევარი!

ირმა ხარშილაძე: ჩვენ რა დავაშავეთ, დაუსრულებლად თვითიზოლაციაში რომ უნდა ვიყოთ, ხალხი კი - უმუშევარი!

ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე სოციალუე ქსელში წერს:

რა მაინტერესებს, იცით? საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ თბილისისთვისაა? მხოლოდ ჩვენ უნდა დავიცვათ წესები და საქართველოს რაიონებში არხეინად უნდა იცხოვრონ, გაშალონ სუფრები, იქეიფონ, არც ქელეხის სუფრები მოიკლონ, არც მხიარულება?! რას ელოდებიან სიმპტომებს, მეტი შეგნება არ უნდა ჰქონდეთ ამ ზრდასრულ ადამიანებს?!

კარგი, ვთქვათ, ხალხი უპასუხისმგებლოა, არხეინია, მაგრამ პოლიცია არ ჰყავთ? თუ თვითონაც ბედნიერად უერთდებიან მოქეიფეებს, არც ქელეხებს აკლდებიან, არადა, ქელეხიც აკრძალულია, პანაშვიდებიც და ქორწილებიც! კარგად მოათვალიერეთ, რამდენ რაიონში არღვევენ წესებს და აგერ შედეგიც - ახლა იხტუნავეთ და იწუწუნეთ...

კიდევ კარგად ჩაიკითხეთ ჩემი ფეისბუკ-სამეგობროდან და იმედია, ბევრი ამოიცნობთ თავს!!!

მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, დაუსრულებლად თვითიზოლაციაში რომ უნდა ვიყოთ, ხალხი კი - უმუშევარი!

დალოცვილებო, ან საჭმელი არ გინდათ, ან სასმელი, შვილები მაინც არ გეცოდებათ? თორემ, უკვე ქანცგაწყვეტილი სახელმწიფო, მთავრობა, ექიმები, მედპერსონალი, მოხალისეები, მაშველები, ნორმალური პოლიციელები, ეკლესიის მსახურები, დღედაღამ თქვენთვის რომ ლოცულობენ და ა.შ. რომ ფეხზე გკიდიათ (ბოდიშს ვიხდი), ფაქტია!!!

ამდენი მიწა გაქვთ, გაზაფხულია, ქეიფის და დროსტარების ნაცვლად ხვნა-თესვას რომ მიჰყოთ ხელი, არ გინდათ? თუ მთავრობის მუქთა საჭმელ-სასმელს ელოდებით? ელემენტარული სამოქალაქო პასუხისმგებლო არ უნდა გქონდეთ?!

ასეთი გაუნათლებლები როგორ ხართ (ცხადია, ყველას არ ეხება!), ვერ ხვდებით, ამხელა ამბავი რომ არის არა მარტო ქვეყანაში, არამედ - მთელ მსოფლიოში?!

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს მთავრობა რაიონების განყოფილებებს, შესაბამის უწყებებს თუ არ მიხედეეთ, არაფერი გამოვა... რაიონებში მასობრივად არღვევენ კანონს!

თურმე, შეიძლება, იმ დედაეკლესიის კანონდარღვევაზე ილაპარაკონ გაუთავებლად, სადაც ყველაზე ზედმიწევნით ზუსტად იცავენ ყველა წესსა და რიგს, ლოცულობენ ერისა და ბერისთვის, თითოეულის ოჯახებისთვის, ხოლო ამ ხალხის უპასუხისმგებლობა არ არის აღმაშფოთებელი?! აბა, დაისაჯონ, ჯარიმა გადაიხადონ და მერე თუ მოიქცევიან ეგრე?!!!!

ამოვიდნენ, რა, ყელში ეს მასობრივად უპასუხისმგებლო არხეინები, ღმერთი რომ ჰგონიათ თავი და ფიქრობენ, მათ არაფერი შეეხებათ!

Maverick თუ საიდუმლო არ არის გაგვაგებინეთ სად ხდება ეს ამბები?!
ფაქტები, ფაქტები და მეტი პროფესიონალიზმი!
5 წლის უკან