სოსო ფხაკაძე:

სოსო ფხაკაძე: "მაისში ალბათ ბიზნესი გაეშვება და ეკონომიკური აქტივობა დაიწყება"

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძემ ინფორმაციით, მაისში ალბათ ბიზნესები გაეშვება და ეკონომიკური აქტივობა დაიწყება. ახლა კრიზისი სახეზეა მთელ მსოფლიოში და ცხადია, საქართველოს გვერდს არ აუვლიდა.

„ისეთი ვითარებაა, რომ ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენმა ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლაში მიიღო ძალიან მაღალი შეფასება და ეს არის გადამწყვეტი ეკონომიკისთვის. ჩვენთან დაბალია დაინფიცირებული ადამიანების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს პირდაპირპროპორციულ კავშირში არის იმასთან, თუ როგორც გამოვალთ ეკონომიკური კრიზისიდან. შეიძლება ჯერ არ კი ვიცოდეთ ის სიღრმე, თუ რა სახის პრობლემები დადგება ქართული ბიზნესის, ქართული ეკონომიკის წინაშე...

ცალსახად, კრიზისი უკვე სახეზეა, ეს ხდება მთელ მსოფლიოში და საქართველოს გვერდს ვერ აუვლიდა. ყველას კარგად გვესმის, როგორია ჩავარდნა და ბიზნესის გაჩერება. მაისის დასაწყისისთვის ან შუა რიცხვებისთვის ალბათ ბიზნესი გაეშვება, ეკონომიკური აქტივობაც დაიწყება და იმ დროს როგორი კონიუნქტურა იქნება ბიზნესში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი რადენიმე კვირა დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა იქნება ეკონომიკაში“, - განაცხადა "საქმიან დილაში" ფხაკაძემ.

რაც შეეხება ეკონომიკური სტიმულირების ანტიკრიზისულ გეგმას, ფხაკაძე ამბობს, რომ ბიზნესი ამ საკითხზე მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს.