მერაბ ქვარაია: როცა ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელსაც საჭიროების ჟამს შეუძლია თანადგომა და თავდადება საკუთარი ხალხისთვის, ეს დიდი ბედნიერებაა.

მერაბ ქვარაია: როცა ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელსაც საჭიროების ჟამს შეუძლია თანადგომა და თავდადება საკუთარი ხალხისთვის, ეს დიდი ბედნიერებაა.

ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში წერს.

"როცა ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელსაც საჭიროების ჟამს შეუძლია თანადგომა, გაღება და თავდადება საკუთარი ხალხისთვის, ეს დიდი ბედნიერებაა.

რითაც შეგიძლია უბრალოდ უნდა აყვე მას, უნდა მიიღო ეს ემოცია. თუ არ გამოგდის, მადლიერება მაინც უნდა გქონდეს გულში.

თუ ვერც ერთს ახერხებ და ვერც მეორეს, რაღაც ვერ ყოფილა რიგზე.

შეიძლება არ მოგწონდეს, არ გიყვარდეს, არ ემხრობოდე, არ ეთანხმებოდე და ასე გაწყობდეს, მაგრამ არ დაინახო და ღირსეულად არ დააფასო ის, რასაც შენი ქვეყნისა და ხალხისთვის წმინდა ადამიანური, მამულიშვილური მიდგომებით აკეთებს, რბილად რომ ვთქვათ უბრალოდ უმადურობაა.

უმადურობა გვაშოროს ღმერთმა და აძლიეროს ყველა სიკეთის მკეთებელი, სიკეთეში მიმბაძველი, დამნახავიც და დამფასებელიც"

Katana . ჰოო?..
რა ვიცი, კაცო, მაია ორჯონიკიძის ანტიბიძინისტური დოქტრინა წავიკითხე გუშინწინ და სულ პარაგრაფ-ქვეთავებად ჰქონდა ჩამოყალიბებული, როგორ სძულს ივანიშვილს საქართველო და როგორ ცდილობს, თურმე, რომ რაც შეიძლება, ბევრი ქართველი გაწყვიტოს კორონავირუსით! :))

ძალიან მაინტერესებს, ივანიშვილის მიერ ამ ეპიდემიასთან დაკავშირებით დადებულ 100.000.000-ს რა ახსნას მოუძებნიან ნაცები...
5 წლის უკან
Katana . პირველი უმადური: ნიკა მელია - "ივანიშვილმა საკუთარი ქონების 0,6% ჩარიცხა ფონდში და ეს უნდა იქნეს მოწონებული?!"
5 წლის უკან