ლონდონში 34 წლის კაცი პირბადეების მოპარვის გამო, 3 თვით დააპატიმრეს. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 34 წლის ლერუნ ჰუსეინია, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში შეიპარა და 4 ქირურგიული ნიღაბი მოიპარა.
სამართალდამცველებმა ის ჰოსპიტლის სიახლოვეს დააკავეს. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ნიღბების მოპარვას კლინიკაში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგანაც ჰოსპიტალში ისედაც დამცავი აღჭურვილობის მწვავე დეფიციტია.