გიორგი გახარია: ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით

გიორგი გახარია: ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით

ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, თანხები სრულად მოხმარდება COVID-19-თან ბრძოლას.

„უნდ გვესმოდეს ერთი რამ, რომ „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევიან ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის, საქართველოს მოქალაქის სახით. სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან. ეს არის უაღრესად დასაფასებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.