ნიკოლოზ მეტრეველი: ,,ნაცარქექია პოლიტიკოსებს

ნიკოლოზ მეტრეველი: ,,ნაცარქექია პოლიტიკოსებს" მხოლოდ პირად ანგარიშზე დარიცხული მილიონები აინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ეხმარება სახელწიფოს ყველაზე რთულ დღეებში, დღეს ჩარიცხული ასი მილიონი კიდევ ერთი ნათელი დასტურია მისი მხრიდან ჩვენი ხალხის და ქვეყნის გვერდში დგომის,- ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კრიზისების მართვის ძალიან მაგარ გუნდს, რომელიც გმირულად ებრძვის ვერაგ ვირუსს ძალიან სჭირდებოდა და სჭირდება გვერდში დგომა.

,, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ეხმარება სახელწიფოს ყველაზე რთულ დღეებში, დღეს ჩარიცხული ასი მილიონი კიდევ ერთი ნათელი დასტურია მისი მხრიდან ჩვენი ხალხის და ქვეყნის გვერდში დგომის. რაც შეეხება "ნაცარქექია პოლიტიკოსებს თუ დაბოღმილ ე.წ ექსპერტებს", ვინც ამ ღირსეულ ნაბიჯს აკრიტიკებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილების ოჯახის დახარჯულ მილიარდებს საქართველოსთვის ( სხვათაშორის 500 მილიონი დოლარი დახარჯული მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც დღეს მსოფლიოში სამაგალითოდ სახელდება ). მსგავსი ადამიანებისათვის საინტერესო და ღირებულია მხოლოდ და მხოლოდ მათ პირად ანგარიშებზე დარიცხული საეჭვო გზებით მოხვედრილი მილიონები",- წერს ნიკოლოზ მეტრეველი