მარინა ეზუგბაია: თუ დღეში საშუალოდ 10-ზე მეტი პაციენტი არ დაგვემატება, პიკის თავიდან აცილებას შევძლებთ

მარინა ეზუგბაია: თუ დღეში საშუალოდ 10-ზე მეტი პაციენტი არ დაგვემატება, პიკის თავიდან აცილებას შევძლებთ

პიკი პიკია, მაგრამ თუ ჩვენ შემთხვევების ასეთი ზომიერი და კონტროლირებადი მატება გვექნება. კერძოდ, თუ ასე გაგრძელდება და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაის თქმით, ასეთი სტატისტიკით პიკური მდგომარეობისგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება.

„მატება გვექნება, მაგრამ ისეთი არა, რომლის გამკლავება გაგვიჭირდება. პიკისგან თავის აცილება ეს პრევენციული ღონისძიებაა, ამიტომაც უნდა დავრჩეთ სახლში, თავი უნდა ავარიდოთ თავყრილობებს და ყველა შეჩერების ღონისძიებას, სრულყოფილად უნდა დავემორჩილოთ“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.