ეკატერინე ტიკარაძე: როდესაც პაციენტების ნაკადის ზრდას დავაფიქსირებთ, შეგვიძლია მათი მკურნალობა საკარანტინო ზონებში დავიწყოთ

ეკატერინე ტიკარაძე: როდესაც პაციენტების ნაკადის ზრდას დავაფიქსირებთ, შეგვიძლია მათი მკურნალობა საკარანტინო ზონებში დავიწყოთ

საკარანტინო ზონებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლი მზად არის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების 80% მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ პაციენტების მკურნალობა საკარანტინო ზონებში მოხდება.

„ეს პროტოკოლი მზად არის. ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებით მუდმივ კონსულტაციას. ჩვენ ასევე ვანახლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ პროტოკოლებს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით და იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი დავაფიქსირებთ პაციენტთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, როლებიც საჭირო იქნება იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მათი მკურნალობა“, - განმარტა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 48 გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.