ირაკლი ჩიქოვანი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გადაწყდება მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად

ირაკლი ჩიქოვანი: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება გადაწყდება მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად

საკოორდინაციო საბჭოს მიერ და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების მედიკოსების და ეპიდემიოლოგების დასკვნებს. ასევე იმ გათვლებს და მოლოდინებს რომელიც შესაძლებელია გვქონდეს ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, - საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის ვადების გახანგრძლივების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ აპრილის დასაწყისიდან და აპრილის ბოლოს იმ ვითარების შესაბამისად , რაც იქნება ჩვენს ქვეყანაში. დღესდღეობით საუბარი იმაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება, არ იქნება სწორი. თუმცა ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე იმ რეკომენდაციებს რომელსაც ჩვენ მივიღებთ მედიკოსებისა და ეპიდემიოლოგებისგან,“.- განაცხადა ჩიქოვანმა.