როგორც გახსოვთ, 2018 წელს რიზ უიზერსპუნმა ინსტაგრამის საშუალებით ოფიციალურად გამოაცხადა, რომ Legally Blonde 3-ს მალე იხილავდა მაყურებელი.
ამჯერდ ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპეზთან სოციალურ ქსელში საუბრისას აღნიშნა, რომ თითქმის ყველაფერი მზადაა, სცენარიც დაწერილია, მაგრამ გადაღებები ჯერ არ დაწყებულა და არსებული ვითარებიდან გამომდინარე ახლო მომავალში არც იგეგმება.
თუმცა, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მაყურებელი "ქერათმიან ადვოკატ 3-ს" აუცილებლად იხილავს.
შეგახსენებთ, რომ ფილმის პირველი ნაწილი 2001 წელს გამოვიდა და მისმა შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 141 მილიონი დოლარი შეადგინა.