კარანტინის პერიოდში ვარსკვლავები იშვიათად გამოდიან გარეთ. პაპარაცებმა ირინა შეიკი ემბერ ჰერდის და ჰაიდი კლუმის ყოფილ ბოიფრენდთან - არტ-დილერ ვიტო შნაბელთან შენიშნეს. წყვილი სუპერმარკეტიდან გამოვიდა და მოგვიანებით, შნაბელის აპარტამენტებთანაც დააფიქსირეს.
ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ წყვილის ურთიერთობას. ინსაიდერის თქმით, ირინა და ვიტო უბრალოდ მეგობრები არიან. ისინი ორმაგ პაემანზეც კი ყოფილან, როდესაც ირინა ბრედლი კუპერთან ერთად იყო, ხოლო შნაბელი - ჰაიდი კლუმთან.
ინსაიდერი ასევე ამბობს, რომ შნაბელი და შეიკი ერთად ბევრ დროს ატარებენ, რადგან ისინი მეზობლები არიან. ვიტო ცნობილი მექალთანეა, ირინა კი მის გემოვნებაში ჯდება.
შეგახსენებთ, რომ ვიტო ცნობილი მხატვრის და რეჟისორის, ჯულიან შნაბელის შვილია.