ქანთრის ლეგენდარული მომღერალი და კომპოზიტორი ჯონ პრაინი 73 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. 20 მარტს ჯონ პრაინის ცოლმა ფიონამ განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა, 6 დღის შემდეგ კი, თავად პრაინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გაუმჯობესება არ შეინიშნება, მას ჩვენი ლოცვა და სიყვარული სჭირდება“, - TIME-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 30 მარტს ფიონამ „ტვიტერზე“ დაწერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.