ორაგული გადავჭრათ შუაზე ისე, რომ არ გავაცალკევოთ ნაჭრები, მხოლოდ ხერხემლის ძვალი და ფხები ამოვაცალოთ, მოვაპკუროთ ღვინო ან ლომონის წვენი (გემოვნების მიხედვით), დავაყაროთ ახალდაფქვილი შავი პილპილი და თევზი რამდენიმე საათით სიცივეში დავტოვოთ.
ღუმელში შედგმის წინ შუაში დაუდოთ ყველის (უმჯობესია სულგუნის) ნაჭრები (ან გახეხილი სულგუნი), დავამატოთ დაფნა, ლიმონის ნაჭრები და თავზე ფოლგა დავაფაროთ, ან მთლიანად ფოლგაში შევახვიოთ. მზადდება დაახლოებით 200 გრადუსზე, დრო დამოკიდებულია თევზის სიდიდეზე, თავადაც მიხვდებით.
ინგრედიენტები:
1 საშუალო ზომის ორაგული,
ლიმონის წვენი,
შავი პილპილი,
სულგუნი 200 გრამი,
ლიმონი 2 ცალი,
დაფნა.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წინანდალი.