დავით მარდალეიშვილი: არც ადამიანებს გვჭირდება, იმის დამტკიცება, თუ როგორი მორწმუნენი ბრძანდებით, არც თქვენს მოძღვრებს და არც უფალს

დავით მარდალეიშვილი: არც ადამიანებს გვჭირდება, იმის დამტკიცება, თუ როგორი მორწმუნენი ბრძანდებით, არც თქვენს მოძღვრებს და არც უფალს

ფეისბუქ-მომხმარებელი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ბიბლია და ზოგადად, მართლმადიდებლური ეკლესია ხომ მიმტევებლობისა და კაცთმოყვარეობის უპირველესი მაგალითი და მასწავლებელია?!

კი, ბატონო, იდიოტები ვართ, ვისაც არ გვესმის - ჩემი თამადობით, მაგრამ ქართველი იდიოტები ვართ და სხვაზე არანაკლებ გვიყვარს სამშობლო. რომ დაგვითმოთ, რაიმე დაშავდება, გარდა იმისა, რომ მეტი ურთიერთპატივისცემის მაგალითი იქნება, მორწმუნეთათვისაც და ურწმუნოთათვისაც?!

დღეს, უკვე, ვნახე, რამდენიმე, მრევლით გადავსებული ეკლესიის კადრი - წარმომიდგენია, აღდგომას რა ამბავი იქნება...

როდესაც ბატონი პაატა იმნაძე ამბობს, - გთხოვთ, დაიცვათ დედა-ეკლესია და მღვდელმთავრები, ეკლესიაში არ მისვლითო, თქვენთვის ცუდი უნდა და სარწმუნოებას ებრძვის?!

ყველაფრის გამართლება როგორ შეიძლება?! საბერძნეთში, ერთ-ერთი ღვთისმსახური დააკავეს ლიტურგიის ჩატარებისთვის და ბერძნული ეკლესია დიდი ხანია გახლეჩილიაო; 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა, იტალიაში და ისინი, 70 წელს გადაცილებულნი იყვნენო. კი, მაგრამ 30-ვე ხანდაზმულ მღვდელს 2 დღეში ეწვია სიბერით სიკვდილი?!

დღეს, ერთი სტიქაროსანი დაავადებულა, "კორონავირუსით", თბილისში...

გთხოვთ, გეხვეწებით, არც ადამიანებს გვჭირდება, იმის დამტკიცება, თუ როგორი მორწმუნენი ბრძანდებით, არც თქვენს მოძღვრებს და არც უფალს, ამიტომ #დარჩითსახლში, ამ საღვთო დღესასწაულებზე - შინ დაანთეთ სანთელი და შინვე ილოცეთ, თქვენთვის, ჩვენთვის, დედა-ეკლესიისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის!

მაპატიეთ, მე მეტის არც უფლება მაქვს და არც თავი!“

Katana . ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ... კედელს ელაპარაკებით!
4 წლის უკან
Katana პარლამენტის დეპუტატი რომ იტყვის, საპონი და ანტისეპტიკები ურწმუნოებისთვის არის, თორემ მრევლს ეკლესიაში სიარულისა და ლოცვის მეტი არაფერი სჭირდება ამ ვირუსისაგან დასაცავადო, სხვას რა უნდა მოჰკითხო!
4 წლის უკან