თენგიზ ცერცვაძე: მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი, ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება არც კი ვიცით

თენგიზ ცერცვაძე: მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი, ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება არც კი ვიცით

საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან  50-ე ადგილი უკავია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა, ცოტა ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიც არის ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი.

„ჩვენზე მეტი ევროპის დანარჩენ 50 ქვეყანას. ლუქსემბურგს 2 ათასზე მეტი ავადმყოფი ყავს და სულ 300 ათასი მოსახლეა. ისლანდიას, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს. არაფერს ვამბობ ევროპის წამყვან ქვეყნებზე, ასეულ ათასობით და ათეულ ათასობით ითვლება უკვე ავადმყოფები და გარდაცვლილები. თუ ავიღებთ მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებით და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება ჩვენ არც კი ვიცით. ეს არის ეგზოტიკური სახელმწიფო, ტროპიკული სახელმწიფოები, რაღაც მცირე კუნძულები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით“, – განაცხადა ცერცვაძემ.