თენგიზ ცერცვაძე: 86 წლის ქალი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო, ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია, სეფსისი, ეს შედეგი გარდაუვალი იყო

თენგიზ ცერცვაძე: 86 წლის ქალი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო, ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია, სეფსისი, ეს შედეგი გარდაუვალი იყო

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 86 წლის ქალს ასაკთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„დღეს სამწუხაროდ ჩვენთან, ჩვენს ცეენტრში დაფიქსირდა კოვიდ19-ით გარდაცვალების კიდევ ერთი, რიგით მესამე შემთხვევა, ქვეყნისთვის და ჩვენი ინფექციური საავდმყოფოსთვიას პირველი. მინდა, გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო, ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვამბობდი, რომ მუდმივად ნოლს ვერ შევინარჩუნებთ სიკვდილიანობის გარფაში. ეს იყო 86 წლის ქალი, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხანია ჩვენთან, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში, გარდა იმისა, რომ იყო 86 წლის, ჰქონდა მძიმე თანხმლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებებიდა თანხმლები მოვლენები“ ,- განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.