მარინა ენდელაძე: გვყავს პაციენტი, რომლის გადასარჩენად 20 დღეა ვიბრძვით

მარინა ენდელაძე: გვყავს პაციენტი, რომლის გადასარჩენად 20 დღეა ვიბრძვით

ჩვენ 18 რიცხვიდან ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის ვიბრძვით, რომელის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და რომელსაც ყოველდღიურად, ძალიან დიდი ძალისხმევით ვაცოცხლებთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მძიმე პაციენტი ქალბატონია, რომელსაც ბევრი თანმხლები დაავადება აქვს.

„კიდევ არიან სხვა მძიმე პაციენტები პნევმონიით, სეფსისით. ახლა უფრო მეტი მძიმე პაციენტი გვყავს და არა მარტო ხანდაზმულები - ახალგაზრდებიც“, - აღნიშნა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ვირუსი შეიძლება ორგანიზმში 2 კვირიდან 6 კვირამდე იყოს.

„გვყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ვირუსი არ გაუქრა. ზოგადად ვირუსი 2-6 კვირა ორგანიზმში ცირკულირებს“, - განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი.