პატრიარქი მრევლს მიმართავს: “ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და უფლის გზას“ 

პატრიარქი მრევლს მიმართავს: “ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და უფლის გზას“ 

პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, რომელმაც სამების საპატრიარქო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღავლინა, მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევას, მოლოცვას. ჩვენც ჩვენი მხრიდან მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული. ვუსურვოთ დღეგრძელობა, ვინაიდან მისმა უწმინდესობამ შესწირა, დაუთმო და დღესაც აგრძელებს იმას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი. ჩვენ ყველანი შევუდგეთ სულის გადარჩენის და უფლის გზას", - განაცხადა მეუფფე შიომ.

ცნობისთვის, პატრიარქი სამების დაძარში წირვას არ დაესწრო. მისი ექიმის განმარტებით, მიზეზი წნევის ცვლილებაა.