ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ კარანტინის რეჟიმი ორჯერ დაარღვია

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ კარანტინის რეჟიმი ორჯერ დაარღვია

საყოველთაო კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი დევიდ კლარკი დააქვეითეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯასინდა არდენის თქმით, ჯანდაცვის მინისტრმა მას ამის შესახებ თავად გამოუტყდა და უთხრა, რომ იზოლაციის პერიოდში კარანტინის რეჟიმი 2-ჯერ დაარღვია და ოჯახთან ერთად სანაპიროზე იმყოფებოდა. ამასთან, კლარკმა თანამდებობიდან გადაყენება ითხოვა.

„ნორმალურ პირობებში ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობიდან გადავაყენებდი. ის, რაც მან გააკეთა, არასწორია და არანაირი გამართლება არა აქვს. თუმცა ახლა ჩვენი პრიორიტეტია კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. ჯანდაცვის სექტორში მასობრივ დარღვევებს ვერ დავუშვებთ. სწორედ მხოლოდ ამ მიზეზით, კლარკი თავის პოსტს შეინარჩუნებს“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, არდენის თქმით, ის ფინანთა მინისტრის მრევლის თანამდებობას დატოვეს და მინისტრთა კაბინეტში რანგით დაქვეითდება.

თავის საქციელის შესახებ პოსტი დაწერა თავად ჯანდაცვის მინისტრმაც. „როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მე არა მხოლოდ ვალდებული ვარ წესები დავიცვა, არამედ სხვებსაც მაგალითი მივცე. იმ დროს, როცა ახალზელანდიელებს ისტორიული მსხვერპლის გაღებას ვთხოვთ, მე ჩემს გუნდს იმედები გავუცრუე. იდიოტივით მოვიქეცი და მესმის, რის გამოც გაბრაზდება ხალხი ჩემზე“- დაწერა კლარკმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.