ალექსანდრე გოგინავა: განმეორებითი კვლევისას უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ინფექციურიდან რამდენიმე პაციენტი გაეწერება

ალექსანდრე გოგინავა: განმეორებითი კვლევისას უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ინფექციურიდან რამდენიმე პაციენტი გაეწერება

ამ ეტაპისთვის ჩვენთან 39 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 6 პაცენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი - კრიტიკულად მძიმე - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა, სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

„დღეს რამდენიმე პაციენტთან განმეორებითი კვლევის ჩატარება იგეგმება და დღის განმავლობაში, მაქსიმუმ ხვალ დილით, დიდი ალბათობით კიდევ გვეყოლება გამოჯანმრთელებული პაციენტები“, - განაცხადა გოგინავამ.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.