არქიმანდრიტი იოანე: წმინდა ცეცხლი აუცილებლად ჩამობრძანდება - რადგან გაცხადდა, რომ ჩამობრძანდება, ფორმაც მოიძებნება აუცილებლად

არქიმანდრიტი იოანე: წმინდა ცეცხლი აუცილებლად ჩამობრძანდება - რადგან გაცხადდა, რომ ჩამობრძანდება, ფორმაც მოიძებნება აუცილებლად

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ საქართველო წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რადგან ეს უკვე გაცხადდა, ცეცხლის ჩამოტანის ფორმაც მოიძებნება.

„რადგან გაცხადდა, რომ ცეცხლი ჩამობრძანდება, ფორმაც მოინახება აუცილებლად. ეს ხომ არ არის რაღაც. ეს წელიწადში ერთხელ ხდება და ყველა ქრისტიანი ამას ელოდება - მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას. ყველა ტაძარში მიბრძანდება და ერთგვარი სიხარულია. აუცილებლად ჩამობრძანდება”, - განაცხადა არქიმანდრიტმა.