ეს არის ჩემი პასუხი – მასობრივ ტესტირებაზე კითხვამ პაატა იმნაძეს ჟირინოვსკი გაახსენა

ეს არის ჩემი პასუხი – მასობრივ ტესტირებაზე კითხვამ პაატა იმნაძეს ჟირინოვსკი გაახსენა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა, რომლის შესახებაც სპეციალისტებმა არ იციან. კითხვაზე, ხომ არ ზრდის რისკს ის გარემოება, რომ საქართველოში მასობრივ ტესტირებას შედარებით ნაკლებად მიმართავენ, ვიდრე თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნები, იმნაძე პასუხობს:

„ფრინველის გრიპი რომ იყო რუსეთში ჟირინოვსკი გამოვიდა და თქვა, საზღვრებზე სარაკეტო სისტემები დავაყენოთ და ყველა გადამფრენი ფრინველი ჩამოვაგდოთო. ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვაზე“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.