უოლტ დისნეის ფერადოვნება

უოლტ დისნეის ფერადოვნება

უდიდესი ამერიკელი რეჟისორის და ანიმატორის  – უოლტერ ელიას დისნეის წინაპრები ირლანდიელი ემიგრანტები იყვნენ. არუნდელ ელაიას დისნეი, უოლტის დიდი ბაბუა, დაიბადა კილკინის საგრაფოში 1801 წელს. უოლტის მამა, ელაიას დისნეი, ოხაჯთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში, რადგანაც მამამისმა სხვადასხვა სახის ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ფლორიდაში, სადაც მოგვიანებით დისნეილენდი აშენდა, ელაიასი ფოსტალიონად მუშაობდა. 1800-იანი წლების ბოლოს იგი, მეუღლეს ფლორა კოლთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჩიკაგოში. სწორედ იქ, 5 დეკემბერს  დაიბადა უოლტი.

 

დისნეის ოჯახი 1910 წელს საცხოვრებლად გადავიდა კანზასის შტატში. იქ სკოლაში უოლტმა თავისი სეხნია, უოლტ პფაიფერი გაიცნო. პფაიფერების ოჯახის წევრები თეატრალურ საზოგადოებასთან დაახლოებულები იყვნენ. სწორედ მათ გააცნეს უოლტს რიგი ვოდევილებისა და კინოფილმების.მოგვიანებით იგი ხშირად სტუმრობდა მათ, ხოლო უოლტ პფაიფერთან ერთად სასკოლო სპექტაკლებიც დადგა.

 

უოლტმა და მისმა მეგობრებმა ალტერნატიული გზა აირჩიეს და "წითელ ჯვარში" დაიწყეს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ასაკი "წითელ ჯვარში" ჩასარიცხად 17 წელი უნდა ყოფილიყო, უოლტის დედამ შეცვალა დაბადების მოწმობა, რომელშიც დაწერა, რომ უოლტი 1900 წელს დაიბადა.ამრიგად, უოლტი 17 წლის ითვლებოდა და "წითელმა ჯვარმა" იგი საფრანგეთში გააგზავნა ერთი წლით. მთელი წლის განმავლობაში იგი მათი მანქანის მძღოლად მუშაობდა და საყვარელ საქმიანობასაც ეწეოდა - ხატავდა სასაცილო პერსონაჟების მანქანებზე.

 

ამის შემდეგ უოლტი კანზასში დაბრუნდა, სადაც მისი მხატვრის კარიერა დაიწყო. მისი ძმა როი მუშაობდა ბანკში და მეგობრის მეშვეობით მოიძია უოლტისთვის სამუშაო პესმენ-რუბინის სამხატვრო სტუდიაში.იქ უოლტი ხატავდა რეკლამებს გაზეთებისათვის, ჟურნალებისათვის და კინოთეატრებისათვის. იქ მან ასევე გაიცნო მორცხვი კარიკატურისტი იუბ აივერკსი. ორივე მხატვარს ძალიან მოსწონდა ერთმანეთის ნამუშევრები და დამეგობრდნენ. მოგვიანებით მათ საკუთარი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს.

 

დისნეიმ და აივერკსმა 1920 წლის იანვარში ჩამოაყალიბეს კერძო კომპანია "აივერკსი-დისნეი - კომერციული მხატვრები". სამწუხაროდ, გამოუცდელი წყვილი არავის აინტერესებდა და აივერკსმა დროებით დატოვა კომპანია. იგი სამუშაოდ გადავიოდა კანზას სიტის ფილმების სარეკლამო კომპანიაში. დისნეის პრობლემები გაუჩნდა და სასამართლოსთან ჰქონდა საქმე მას შემდეგ, რაც ბიზნეს გაერთიანება მიითვისეს ნიუ იორკელმა ფინანსისტებმა უინკლერმა და მინცმა.

 

ლოს ანჯელესში ჩასულ დისნეის სულ 40 დოლარი და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმი ჰქონდა ჯიბეში. მაშინ მან პირველად გაიფიქრა, რომ ვერ შესძლებს ანიმაციის სფეროში მუშაობას. დისნეის თქმით, თავდაპირველად მას სურდა ფილმების რეჟისორად მუშაობა. მან ყველა სტუდია შემოიარა და თავისი თავი შესთავაზა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მის მიღებაზე.

 

რადგანაც კინოფილმების გადაღება არ ანდეს, იგი დაუბრუნდა ანიმაცია. პირველი სტუდია მან მოაწყო ბიძამის რობერტის ფარდულში. დაუსრულებელი ფილმი გაეგზავნა ნიუ იორკელ მარგარეტ უინკლერს.პროექტით დაინტერესდნენ და დისნეიმ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიების "ალისას საოცრებათა ქვეყანა" გადაღება, სადაც ანიმაციის გარდა აგრეთვე მონაწილეობდნენ რეალური ადამიანებიც.

 

ალისა ჯუნგლებში - 1925 ახალი სერიალი, "ალისას კომედიები" წარმატებული იყო. ალისას როლი ითამაშე დოუნ ო'დეიმ და მერჟი გეიმ - მას შემდეგ, რაც ვირჯინია დევისის მშობლებმა აღარ დაუშვეს ბავშვი გადაღებებზე შემცირებული ჰონორარის გამო. როლი ასევე მოსინჯა ლუის ჰარდვიკმაც. 1927 წლისათვის, როდესაც სერიალის წარმოება დასრულდა, ყურადღება გადატანილი იქნა ანიმაციურ პერსონაჟებზე, განსაკუთრებით კატა ჯულიუსზე, რომელიც კატა ფელიქსის პროტოტიპად იქცა. ასე რომ დისნეიმ მაინც გადაწყვიტა ანიმაციის გზით წასულიყო.

 

1927 წლისათვის ჩარლზ მინტცი დაქორწინდა მარგარეტ უინკლერზე და მის ბიზნესზე სრული კონტროლი დაამყარა. მანვე ახალ სერიალზე დაიწყო მუშაობა. სერიალს ერქვა "მხიარული კურდღელი ოსვალდი". წარმატება ამ სერიალს მალევ მოჰყვა, შეიქმნა პრობლემები - თავდაპირველად ოსვალდი შექმნა იუბ აივერკსმა, დისნეის სტუდიის თანამშრომელმა. დიდი სკანდალი, რომელიც პერსონაჟის მითვისებასთან დაკავშირებით აგორდა, გაგრძელდა წლები და, საბოლოოდ, 2006 წელს, დისნეის კომპანიამ დაიბრუნა საავტორო უფლებები ამ პერსონაჟზე. თუმცა, ოსვალდის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ დისნეი დაუფიქრდა მომავალს და ახალი პერსონაჟი მოიგონა.

 

გემი "უილი"ოსვალდის დაკარგვის შემდეგ დისნეი იძულებული გახდა, ახალ პერსონაჟზე ეფიქრა. დისნეის ბიოგრაფების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მიკი მაუსი დისნეიმ მოიფიქრა გზად ნიუ-იორკიდან. უცნობია, დანამდვილებით ვინ დახატა მიკი მაუსი - დისნეიმ თუ აივერკსმა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ მიკი მაუსის პირველი ვერსია გაჩნდა ალისას სერიალშიც.

 

მიკის პირველი ანიმაციური ფილმი იყო შეშლილი თვითმფრინავი, მუნჯი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი. იგივე განმეორდა მორბენალ გაუჩოში, ხოლო მესამე ფილმი, გემი უილი უკვე გახმოვანებული იყო დისნეის სტუდიის მიერ. იგი აგრეთვე აღსანიშნავი იყო იმით, რომ პირველად ანიმაციის ისტორიაში, გამოსახულება შეერწყა მუსიკის რითმს.

 

წლების განმავლობაში, დისნეი თავად ახმოვანებდა მიკის. მიკი იქცა სტუდიის ყველაზე ცნობილ გმირად, ხოლო 1930 წელს, კონკურენტ კატა ფელიქსის წარუმატებლობის შემდეგ - მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად.

 

1932 წლისათვის მიკი მაუსი იქცა ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად, მაგრამ პოპულარობა არ შეეხო სულელურ სიმფონიებს. ის წელი დისნეისათვის რთული აღმოჩნდა - მისმა კონკურენტმა, მაქს ფლეიშერმა მსოფლიოს გააცნო თავისი ახალი ანიმაციური პერსონაჟი, ბეტი ბუპი. იგი საკმაოდ პოპულარული იყო კინოთეატრების მოყვარულებში. 1930-იან წლებში ფლეიშერი ითვლებოდა დისნეის მთავარ კონკურენტად, მაგრამ იგი ასევე იყო რიჩარდ ფლეიშერის მამა - ამ ადამიანმა მოგვიანებით ითამაშა დისნეის კინოფილმში 20,000 წყალქვეშ.

 

1932 წელს დისნეიმ მიკი მაუსის შექმნისათვის მიიღო სპეციალური ოსკარი. 1935 წლიდან მიკის სერიები გაფერადდა, მოგვიანებით კი დაემატა სხვა პერსონაჟები - დონალდი, გუფი და პლუტო. უკანასკნელ ორს უკვე ჰქონდა სოლო-დებიუტი, თუმცა დონალდი, რომელიც პირველად მიკისთან ერთად გამოჩნდა 1934 წლის ფილმში ობლების დასახმარებლად (და არა ბენდის კონცერტი, როგორც ამას ბევრი წყარო ამტკიცებს), იქცა დისნეის პოპულარობით მეორე ანიმაციურ პერსონაჟად.

 

ფიფქია და შვიდი ჯუჯა იქცა 1938 წლის ყველაზე წარმატებულ სრულმეტრაჟიან ფილმად და კინოთეატრებში ჩვენებით 8 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა დისნეის სტუდიას. მან აგრეთვე მიიღო ოსკარი, კერძოდ - ერთი ჩვეულებრივი და სიმბოლურად, შვიდი მცირე ზომის ქანდაკება. შემოსავალმა დისნეის საშუალება მისცა, ბერბენკში (კალიფორნია) აეშენებინა სტუდიის ახალი ოფისი. მისი ექსპლუატაცია 1939 წლის 24 დეკემბერს დაიწყო.

 

დამბოს (1941) გამოსვლის შემდეგ აშშ მეორე მსოფლიო ომში ჩაება. აშშ თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დისნეის სტუდიამ გადაიღო სასწავლო და შემეცნებითი ხასიათის ფილმები საომარ მოქმედებებზე. უოლტი თავის ჭიასაც ახარებდა - შეიქმნა სატირული ხასიათის ფიურერის სახე და საჰაერო ძალებით გამარჯვება (1943). კომერციული წარუმატებლობის მიუხედავად, მაყურებელთა ნაწილმა დაძაბულობის დროს მათი ნახვით ”გული მოიფხანა”.

 

კინოთეატრებისათვის გამოშვებული იქნა არასაომარი, ტრადიციულად დისნეისებური მოკლემეტრაჟიანი ფილმები, როგორიც იყო: სალუდოს ამიგოს (1942), მისი გაგრძელება სამი კაბალერო (1945), მხიარული და ფანტასტიკური ხე (1947), და იქაბოდისა და მისტერ ბაყაყის თავგადასავალი (1949). ამ უკანასკნელში შეტანილი პირველი ნოველა ეფუძნებოდა მთვლემარე ველდაბლობი-ს ისტორიას, (უოშინგტონ ირვინგი), ხოლო მეორე - პოპულარულ ზღაპარს ქარი ტირიფებში (კენეტ გრეჰემი). ამ პერიოდში ასევე გადაღებული იქნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებიც, არაერთი მათგანი - ანიმაციისა და ცოცხალი მოქმედების ურთიერთინტეგრირებით. ასეთები იყო სამხრეთის სიმღერა და ჩემი გულისათვის ასე ძვირფასი. ომის შემდეგ კი მიკი მაუსის პოპულარობამ საგძნობლად იკლო.

 

1940-იანი წლების მიწურულს სტუდია უკვე ამოძვრა ფინანსური პრობლემებიდან და ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმებიც გადაიღო - ალისა საოცრებათა ქვეყანაში და პიტერ პენი. ორივე უკვე დაგეგმილი პროექტი იყო, მაგრამ ომის პერიოდში მათზე მუშაობა შეჩერებული იყო.

 

1940-იანი წლებში ჩიკაგოში მგზავრობისას დისნეი ხატავდა გასართობი პარკის ჩანახატებს, სადაც იგი გეგმავდა საკუთარ თანამშრომლების ოჯახებთან ერთად დრო და დრო დასვენებას. ოუკლენდში (კალიფორნია) საბავშვო პარკის ვიზიტისას მას საკუთარი პარკის იდეა ეწვია. თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო სტუდიის სამხრეთით მდებარე მცირე ფართი. მაგრამ შემდგომში, ეს კონცეფცია იქცა დისნეილენდად. უოლტი ამ საკითხზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და საკუთარი კომპანიის ქვეგანაყოფიც კი შექმნა, სახელწოდებით WED Enterprises, რომელსაც უნდა ემუშავა პარკის დაგეგმვასა და აშენებაზე. ამ ჯგუფს შეუერთდა ანიმატორების მცირე ჯგუფიც.

 

საქმეში ისევ სურდათ ამერიკის ბანკის ჩართვა და დისნეიმ, ჰერბერტ რაიმანის დახმარებით შექმნა პარკის ზედხედი. ჰერბერტს მან ასე მიმართა: ”ჰერბი, მე უბრალოდ მსურს რომ ეს პარკი ისე გამოიყურებოდეს, როგორც სხვა არაფერი გამოიყურება ამ მსოფლიოში. და მას უნდა უვლიდეს ირგვლივ მატარებელი”.

 

მატარებლის იდეა ამ პარკისათვის დისნეის სწორედ კეროლვუდის მინი-რკინიგზის შემდეგ ეწვია. იქ იგი ხშირად ატარებდა თავის შვილებსა და მეგობრებს.

 

დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს და წარმატებამაც არ დააყოვნა. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ჯადოსნური პარკის სანახავად, რომელშიც ცოცხლდებოდნენ მისი პერსონაჟები და სხვადასხვა ფილმები. 1955 წლის შემდეგ ტელეშოუს, რომელიც ეძღვნებოდა დისნეილენდს, ეწოდა უოლტ დისნეი წარმოგიდგენთ. შავ-თეთრ ფერებზე უარის თქმის შემდეგ 1961 წელს იგი ფერადი გახდა და სახელიც შეიცვალა - უოლტ დისნეის ფერების საოცარი სამყარო. აგრეთვე, არხიდან ABC იგი გადავიდა NBC-ზე. შოუ წლების განმავლობაში, განმეორებით გადიოდა სხვადასხვა არხზე.

 

1966 წელს დისნეის თანამონაწილეობა დასრულდა. სიგარეტის რეგულარული მოწევის შედეგად მას ფილტვის კიბო გაუჩნდა. იგი დააწვინეს სტუდიასთან ახლოს განლაგებულ სამედიცინო ცენტრში. აგრეთვე იგი საჭიროებდა ოპერაციას - ძველი ტრავმის გამო, რომელიც პოლოს თამაშის დროს მიიღო. ოპერაციამდე ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მარცხენა ფილტვზე მას დიდი სიმსივნე ჰქონდა.

 

ხუთი დღის შემდეგ იგი დაბრუნდა საავადმყოფოში, რათა ოპერაციის პროცედურა გაევლო, მაგრამ ამ დროისათვის სიმსივნე უფრო გაიზარდა. ექიმებმა უთხრეს მას, რომ სულ ცხოვრების ექვსი თვე დარჩა. ქიმიოთერაპიის პროცედურების შემდეგ დისნეი და მისი მეუღლე ისვენებდნენ კალიფორნიაში, შემდეგ კი შინ დაბრუნდნენ. 1966 წლის 30 ნოემბერს დისნეი დაეცა საკუთარ სახლში, მაგრამ იგი გონს მოიყვანეს პარამედიკოსებმა. უოლტი წაყვანილი იქნა საავადმყოფოში, მაგრამ გარდაიცვალა, 1966 წლის 15 დეკემბერს, დილის 9:30-ზე.